|
2017-10-26 15:43:47, 1604 ნახვა
საზოგადოება
ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის მწარმოებლებს თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები და ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება გააცნეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა, სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ფერმერების ჩართულობის გარეშე სახელმწიფო აზიურ ფაროსანას ვერ გაანადგურებს. აუცილებელია, ფერმერებმა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაითვალისწინონ, ასევე გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აქტიურად ებრძოლონ მავნებელს“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა. ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგანაც აზიური ფაროსანა ახალი მავნებელია და ბრძოლის ღონისძიებებზე სრულყოფილი ცოდნაა საჭირო. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ფერმერებთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და იმერეთში გაიმართება. მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)