04:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 15:57:44, 2181 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიის კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს, ნოდირ ოტაჟონოვს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა კუთხით. აღინიშნა ის დიდი პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში. კერძოდ, უზბეკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უზბეკური ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მიმართულების განვითარების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს და ინტენსიური გახდეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics