|
2017-10-22 16:36:07, 2199 ნახვა
საზოგადოება
ეუთოს მისია: დავაფიქსირეთ საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, რომ მხარი მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ
„ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის“, - ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კარენ იონკერმა თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. „ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი უფლებები ზოგადად დაცული იყო. მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნებზე სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს. არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა სუსტმა რეგისტრაციამ ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი“,-განაცხადა იონკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)