|
2017-10-22 16:04:03, 2056 ნახვა
საზოგადოება
წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 789 652-მა ქალმა და 780 911-მა კაცმა მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, 21 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% (1 570 563) შეადგინა. რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652-მა ქალმა (50,28%) და 780 911-მა კაცმა (49,72%). „ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2058 წევრის და 64 მერის ასარჩევად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)