|
2017-10-21 21:26:39, 2250 ნახვა
საზოგადოება
ცესკო პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას ღამის 2 საათიდან ვარაუდობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ღამის 02:00 საათიდან დაიწყება. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45,64% ( 1 570 500 ამომრჩეველი) შეადგინა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)