|
2017-10-21 19:48:47, 2024 ნახვა
საზოგადოება
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მდგომარეობით, მედიას პროცედურული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ზუგდიდის ოლქის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია . თუმცა, ცესკოში ორგანიზაციის დასახელება არ დაუკონკრეტებიათ . კერძოდ, მიქელაძის ინფორმაციით, გადასატან ყუთში 53 ხელმოწერა დაფიქსირდა და მათ შორის დაფიქსირდა იმ ამომრჩევლების ხელმოწერაც, რომლებიც იყვნენ მისულები ასევე სტაციონალურ საარჩევნო უბანზე: „ საუბარია სამ ამომრჩეველზე. ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და რა თქმა უნდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)