|
2017-10-21 18:54:17, 2083 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილის წარმომადგენელის ინფორმაციით, 3 საარჩევნო უბნიდან მათი დამკვირვებლები გააძევეს
ცესკოში თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორაკიძის ინფორმაციით, 3 სამი სარჩევნო უბნიდან „სრულიად უკანონოდ მოხდა მათი დამკვირვებლების გამოგდება“. მისივე თქმით, მიზეზად მოხსენიებულია, რომ ისინი საარჩევნო სიებს აკვირდებოდნენ, რითაც ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. “სწორედ ამას გაიძახის ცესკო მთელი დღეა, რომ დამკვირვებლებს აქვთ სიებზე დაკვირვების უფლება და ჩანაწერების გაკეთების უფლება და ჩვენს წარმომადგენლებს ამის გამო უბნები დაატოვებინეს. არჩევნები ყალბდება სერიოზულად. ცესკო არაა დაინტერესებული, ჩვენი წარმომადგენლები ხმის დათვლის პროცესს დაესწრონ. იაქტიურეთ და მიდით არჩევნებზე, რადგან რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით უფრო ცოტა შანსი აქვს ცესკო-ს, ის ციფრები დაწეროს, რაც მას წინასწარ აქვს განსაზღვრული. ფოტოგადაღებაზე ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ოღონდ არა სიების გადაღებაზე, რისი უფლებაც ჰქონდა წარმომადგენლებს და ამის გამო ერთ წარმომადგენელს დაატოვებინეს“,-განაცხადა ცესკო-ში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)