|
2017-10-21 16:33:41, 2064 ნახვა
საზოგადოება
ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა
სამეგრელოში, ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. საარჩევნო უბანზე ერთმანეთს ერთმანეთს საოლქო კომისიის თავმჯდომარის ძმა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამა დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა, ორი ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. კერძოდ კი, დაფიქსირდნენ ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით. შესაბამისი ფაქტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წევრმა დააფიქსირეს. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა უკვე დაწერა შესაბამისი განცხადება. ISFED-ის შეფასებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევაა, რადგან ამომრჩევლები ფიქსირდებიან როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით. ISFED საარჩევნო ყუთის გაბათილებას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნა აქვს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს. კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც კომისიის წევრმა დაუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)