23:15 - 25 Jul, 2026
|
2017-10-21 15:21:01, 1931 ნახვა
საზოგადოება
„ევროპული საქართველოს“ წევრების მტკიცებით, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
„ევროპული საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ აქტივისტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ცნობით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს აგიტაციის განხორციელებაში შეეწინააღმდეგა. ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა ამ დროისთვის არ არსებობს. ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის წარმომადგენელი ეკა ბესელია. ის ამბობს, რომ ფაქტი გადასამოწმებელია. „მცდელობები იქნება ხელოვნური პროვოკაციების, დაძაბულობის ინსპირირების. გავარკვევთ ობიექტურ ვითარებას და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ. მარნეულში ამ დროისთვის სიმშვიდეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)