|
2017-10-21 09:52:40, 1897 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელის ინფორმაციით, 10-ზე მეტ უბანზე ამომრჩევლების იძულებით მიყვანის ფაქტი დაფიქსირდა
ცესკოში თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ინფორმაციით, 10-ზე მეტ უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მიერ, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ხდება ხალხის იძულებით მიყვანა. ივანე ნორაკიძის თქმით, ისინი ამომრჩეველს აიძულებენ, ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ. „ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან დილიდან ძალიან ბევრ უბანში დაფიქსირდა ამომრჩევლების იძულებით უბნებზე მიყვანის ფაქტი, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სიებით ხელში და იწერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ სიაში ჰყავთ შეყვანილი და აიძულებენ, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ეს ფაქტი არის სერიოზული დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, როგორც ცესკოს მხრიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან“,-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანე ნორაკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)