|
2017-10-20 19:56:41, 2374 ნახვა
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური დაცვის სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური სისტემების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან / B2B Meetings with the representatives of the “Lockheed Martin”, “Baron Weather” and “Nova Power” შეხვედრა, აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებმა “Lockheed Martin”-მა, “Baron Weather”-მა და “Nova Power”-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი მოადგილისგან და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისაგან სრული ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელ ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოზე, საავიაციო ბაზრის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე. საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია “Lockheed Martin” თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის პირობებს გაეცნო. მეტეოროლოგიური მომსახურების მომწოდებელი “Baron Weather”-ისა და ენერგოეფექტური უსაფრთხოების დაცვის სისტემების მწარმოებელი “Nova Power”-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქვეყნის საავიაციო ინფრასტუქტურით და ქართულ მხარეს შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის მახასიათებლები გააცნეს. "ამერიკის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის" ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სამომავლო ინვესტირება, ვაჭრობის გაძლიერება და ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაა. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)