|
2017-10-20 14:49:23, 1937 ნახვა
საზოგადოება
ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის პირობები გამკაცრდება
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის პირობები გამკაცრდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა გუშინ მიიღო. LIBE-ს სხდომაზე პირობების გამკაცრებას მხარი 51 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი, წინააღმდეგი იყო. მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ. მესამე ქვეყნის მოქალაქე სპეციალურ საიტზე აპლიკაციას შეავსებს, სადაც უნდა ჰქონდეს მითითებული პერსონალური ინფორმაცია, სამგზავრო დოკუმენტების ნუსხა, განათლებისა და საქმიანობის ცნობა. გარდა ამისა, აპლიკაციის შევსების დროს მოქალაქემ უნდ გასცეს ინფორმაცია ნასამართლეობის ან საომარ ზონაში ყოფნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შევსებულ კითხვარს და მონაცემებს ევროპოლი და ინტერპოლი შეამოწმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)