03:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 16:19:10, 1934 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლა

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სანიმუშო პოლიტიკური ურთიერთობები და უკვე დროა, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე“-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

,,ფუნიკულიორში“ გამართულ შეხვედრას მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ- ს კომერციის დეპარტამენტისა და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრო.

იან კელის განცხადებით, ამ სავაჭრო მისიაში წარმოდგენილია 12 მსხვილი კომპანია, რომელიც შეისწავლის ინვესტიციის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

,,სავაჭრო მისია არის  ჩვენი მცდელობის და ძალისხმევის ნაწილი, რომ მოხდეს ზოგადად, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება საქართველოს ბაზრის მიმართ - თუ როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა საქართველოში და როგორი მარტივია ბიზნესის კეთება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებებით საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს”, - აღნიშნა იან კელიმ.

აშშ -ს სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და სქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება. 
ამერიკა- საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის, მამუკა წერეთლის განცხადებით, ბიზნესმისიის მთავარი მიზანია დამყარდეს საქმიანი კონტაქტები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის. ვიზიტის ფარგლებში   150-მდე შეხვედრაა  დაგეგმილი.

აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ბიზნესშეხვედრებს ხვალ გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერების და სამომავლო ინვესტირების მიზნით.  

ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და  VISA. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics