13:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 14:51:34, 1898 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა: წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა - პარტიის შემომწირველებს აშინებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ყველა თვალსაზრისით უთანასწოროა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პარტიის შემომწირველებს აშინებენ.

“წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზრისით. არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ის რომ ბაღების მასწავლებლების და დირექტორების მობილიზება ხდება საარჩევნო კამპანიისთვის, არა მხოლოდ ფინანსური უთანასწორობის თვალსაზრისით. მილიონობით შემოწირულობა აქვს "ქართულ ოცნებას", მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებს აშინებენ და არ აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭირონ პარტიას. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალაუფლებას, სუს-ს, პოლიციას, იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები. ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, რადგან გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. ცხადია, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ საარჩევნო გარემოზე. NDI-ის წარმომადგენლებს მოვახსენე ყველამ ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics