12:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 17:22:38, 2172 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოორონბაი ჟეენბეკოვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოორონბაი ჟეენბეკოვმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა ხმების 54% მოიპოვა, მისმა ოპონენტმა, ოპოზიციონერმა ომურბეკ ბაბანოვმა კი, 33%.

მედიის ცნობით, გუშინ გამართულ არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობდა.

როგორც სააგენტო წერს, არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა არ მიიღო. მას კანონმდებლობით ამის უფლება აღარ ჰქონდა.

ცნობისთვის, ატამბაევი 2011 წელს აირჩიეს და მას საპრეზიდენტო უფლებამოსილება 1 დეკემბერს ეწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics