12:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 11:11:28, 2085 ნახვა

მსოფლიო
სომალში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 300 ადამიანი დაშავდა.

სომალის ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა აბდულაჰი მოჰამედმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება მოგადიშოში 14 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბომბა სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროს "საფარისთან" იდგა.

2007 წლის შემდეგ ეს სომალიში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტერაქტია. სწორედ 2007 წელს ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფება აშ-შაბაბი ჩამოყალიბდა, რომელიც "ალ-ქაიდასთან" არის კავშირში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics