|
2017-10-15 10:53:43, 2063 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია მეტროსადგურ „რუსთაველთან“ 14:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში მიწების გადაცემას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ასევე მიწის ნაკვეთების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც სურდათ, თუმცა არ შეუშვეს. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)