22:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 11:03:26, 2099 ნახვა

საზოგადოება
მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ კინომსახიობს, ლიკა ქავჟარაძეს, დღეს ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობს, დღეს 14 საათზე, ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ, შემდეგ კი ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით, 15 საათზე დაკრძალავენ.

ლიკა პროფესიით პიანისტი იყო, თუმცა მას საქართველოს კინოს ისტორიაში 20-მდე როლი აქვს შესრულებული. ის საზოგადოებას განსაკუთრებით ,,მარიტას’’ როლიდან ახსოვს. 
მსახიობი 57 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics