|
2017-10-12 18:38:05, 2038 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს. „ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია. კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება. „მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი“ - აღნიშნა კახა კალაძემ. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)