10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:48:50, 414 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

„ჩვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

მისივე შეფასებით, პარლამენტს პრეზიდენტისგან განსხვავებული შეხედულება აქვს, რომ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში შეიძლება მოხდეს.

თუმცა, უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა 1 კვირით გადადო. პარლამენტმა და მთავრობამ კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.   

„პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოიყენოს ის 7 დღიანი ვადა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენა. პრეზიდნეტი არჩეულია იმიტომ, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. როგორც ჩანს მან გადაწყვიტა, რომ ასეთ ექსპრომტ სიტუაციაში შეიძლება თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი  დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ, ვენდობით თუ არა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ეს მისი აზრია, მისი შეხედულებაა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულება და ვთვლიდეთ, რომ დღესვე შეგვეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ პატივი ვცეთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებეს. მან გადაწყვიტა , რომ ჩვენ მეტი დრო მოგვცეს დასაფიქრებლად, მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი და მავნე“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მან აქვე აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა უფლებამოსილია და თავისი მიმართულებით გააგრძლეებს მუშაობას.

„ამასობაშ ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას, ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა სრულფასოვანი და უფლებამოსილი. ის ცლვილებები, რაც პრემიერმა თავისი კომპეტენციებისა და კონსტიტუციის ფარგლებში განახორციელა ეს არის კანონიერი. ასე, რომ მთავრობა თავისი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, პარლამენტი კი, თავისი მიმართულებით“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ კონსტიტუციის მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს და პარლამენტისთვის მთვრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა 1 კვირის ვადით გადადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics