|
2017-10-12 11:07:29, 2415 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 3500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სონომას შერიფის განცხადებით, 380 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს CNN ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2000 ობიექტი განადგურდა. ასევე, აღნიშნული მედიის მონაცემებით, დაკარგულად 600 ადამიანი ითვლება. შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)