|
2017-10-11 16:04:17, 2658 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაპატიმრებისთვის ემზადება
ოფიციალური მადრიდი მზადაა კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დააკავოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონის დაკავება იმ შემთხვევაში მოხდება თუ კატალონიის მეთაური რეგიონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება ჯერ არ გაცემულა, თუმცა ესპანეთის სპეცსამსახურები ამისთვის ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ პუჩდემონს დამოუკიდებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მან გუშინ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)