|
2017-10-07 18:22:43, 2156 ნახვა
საზოგადოება
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში ხვიჩა ვიბლიანის 5-სულიან ოჯახს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პირადად გადასცა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პარალელურად, ხვიჩა ვიბლიანს მიწის ნაკვეთიც დაუკანონდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოჰყავს. ვიბლიანების ოჯახმა ფუტკარიც მოაშენა, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკუთრებაში უკვე 400-მდე ოჯახს გადაეცა. დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეკომიგრანტი ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს უკვე საკუთარი სურვილით ირჩევენ. სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი 50-მდე ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 20 წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)