|
2017-10-07 16:02:35, 2164 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია რიყის პარკში, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია რიყის პარკში, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. მერიის ინფორმაციით, პირველად თბილისში, საგანგებოდ „თბილისობა 2017“-სთვის, რიყის პარკში ფრანების ფესტივალი მოეწყო. ფერადი დროშებით შეიქმნა გამყოფი სივრცე ფერადი ფრანების ინსტალაციისთვის. ფესტივალისთვის გამოყენებული იყო სპეციალური მასალისგან დამზადებული პროფესიონალური ფრანები. მოეწყო მასტერკლასები ბავშვებისთვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრეებისათვის წარმოდგენილი იყო ფრანების შექმნის ისტორია. თბილისობის დღესასწაულისთვის ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები განთავსდა. დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები თავიანთი დამახასიათებელი კულტურული, კულინარიული, შემეცნებითი კუთხით იყვნენ წარმოდგენილები. მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონები, რომლებიც წარმოდგენილი ქვეყნების დროშებით გადაიხურა. დეკორატიული ჩარჩოთი და დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების რუქით გაფორმებულ ეკრანზე, 7 და 8 ოქტომბერს, პარტნიორ და დაძმობილებულ ქალაქებთან დაკავშირებული ფოტოკოლაჟი გამოიფინება. 7 და 8 ოქტომბერს, 14:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები ჩატარდება ასევე ევროპის მოედანზე. მოეწყობა ქართული ცეკვის მასტერკლასი, სამეჯლისო ცეკვები, ინკლუზიური ცეკვის ნომრები და ტანგოს საღამო. წარმოდგენილი იქნება შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, სამი ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, ცნობილი მოცეკვავეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით. თბილისის მერმა ლეღვთახევის გვირაბში ფოტო გამოფენაც დაათვალიერა. გამოფენა მეიდან ჯგუფის და ქოლგა თბილისი ფოტოს ორგანიზებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია „ფოტოფესტივალ ქოლგა თბილისი ფოტო 2017“-ის ნომინაციაში „ერთი კადრი“ გამარჯვებული ფოტოები.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)