09:39 - 05 Jul, 2026
|
2017-10-07 11:10:04, 2539 ნახვა
მსოფლიო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი თემირ ჯუმაკადიროვი დაიღუპა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქ ბიშკეკთან მოხდა. მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ვიცე-პრემიერი გადაადგილდებოდა სატვირთო მანქანას დაეჯახა. ვიცე-პრემიერის გარდა ავტომობილში მჯდომი კიდევ ორი ადმიანი გარდაიცვალა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი თემირ ჯუმაკადიროვი ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ის ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო უბნების შესამოწმებლად მიემგზავრებოდა. ჯუმაკადიროვმა ვიცე-პრემიერის პოსტი მიმდინარე წელს დაიკავა. ის მინისტრთა კაბინეტში უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)