|
2017-10-06 12:46:10, 2030 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნესთან აქვს კავშირი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას ანგარიშში აფასებს. ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს კავშირი აქვს ბიზნესთან. პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს. კვლევის თანახმად, წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება - მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე. არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება - მრეწველები). კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები).
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)