|
2017-10-06 12:06:23, 2217 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნა
თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას N3-ში, აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნა. აკადემიის ამოცანაა, სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. როგორც პრეზენტაციაზე „ლეტერატოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ რაზმაძემ განაცხადა, დღევანდელ დღეს, როდესაც ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მომავალი თაობებისათვის ინფორმაციის სწორად მიღება და მისი ანალიზის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. „მე არ ვუყურებ ამას როგორც მხოლოდ ბიზნესს, ეს არის ინტელექტის, სწავლის და განათლების მიცემის ერთ-ერთი გზა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ მოსულ მოსწავლეებს მივცეთ მაღალკვალიფიციური ცოდნა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო განათლება. ვფიქრობ, მომავალი თაობა უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის მშენებლობის პროცესში და სამოქალაქო საქმიანობასაც ეწეოდეს“, - განაცხადა თამარ რაზმაძემ. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. სწავლების მიმდინარეობისას ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს. აკადემიაში ამჟამად მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“ გუნდს: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“) Facebook.com/letteratoschool; 2letterato@gmail.com 599510339; 599350609
(R)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)