|
2017-10-05 18:42:57, 1984 ნახვა
საზოგადოება
PORTFOLIO REVIEW და GIPA-ს ტრენინგების ცენტრის GRADUATION
8 ოქტომბერს, 12:00 საათიდან „SPACEHALL”-ში (მისამართი: აკაკი წერეთლის 2), საქართველოში უკვე მეორედ, GIPA-ს ორგანიზებით სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი Portfolio Review ჩატარდება. ამავე საღამოს, GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების მეთორმეტე ყოველწლიური ცერემონია გაიმართება. Portfolio Review ეს არის ღია ღონიძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას შეუძლია (ასაკი:18-28). დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ვებგვერდს: portfolioreviewtbilisi.gipa.ge. მონაწილეობის მიღება უფასოა. Portfolio Review-ს მიზანია შემოქმედებით ახალგაზრდებს საშუალება მისცეს (face to face) საკუთარი ნამუშევრები დარგის პროფესიონალებს წარუდგინონ (კრეატიული და არტ დირექტორები, კოპირაიტერები, დიზაინერები) და მათგან კონსტრუქციული შეფასებები და რჩევები მოისმინონ, რაც თავის მხრივ, მონაწილეებს განვითარებაში დაეხმარება. Portfolio Review მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არტ დაირექშენი, კოპირაიტინგი, ფოტო, ვიდეო, დიზაინი, ილუსტრაცია. კონსტრუქციულ შეფასებასთან ერთად, მონაწილეებმა შესაძლოა მიიღონ სამუშაო ადგილის შეთავაზება. ასევე, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდება სამი საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი. ივენთის ბოლო, დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდებიან საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2016-17 სასწავლო წლის GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები.
(R)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)