|
2017-10-05 15:53:34, 1832 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში პროგრამა „მოხალისე“ განახლდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე" განაახლა. პროგრამა სსიპ „იუსტიციის სახლთან“ ერთად ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე მოხალისეებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. თათია ხოჭოლავამ ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ამჯერად, პროგრამაში 14-21 წლის 200-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. პროგრამის მიზანია მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის მონაწილეებისთვის თავდაპირველად გარკვეული ტრენინგკურსი ტარდება, რომლის ფარგლებშიც თეორიული ნაწილის გარდა მოქალაქეებთან კომუნიკაციის იმიტირებული შემთხვევებიც თამაშდება. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდები უფრო მომზადებული ერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. მოხალისეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით გარკვეული დროით ეხმარებიან. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 19 ფილიალში, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. იუსტიციის სახლის მომხმარებელს საშუალება აქვს, ერთ სივრცეში 400-მდე სერვისი მიიღოს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 2 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)