|
2017-10-05 13:23:16, 3112 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს
თურქი არქეოლოგების ინფორმაციით, მათ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი საფლავი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Guardian იუწყება. არქეოლოგებმა სპეცტექნიკის მეშვეობით ანტალიის პროვინციაში, კერძოდ კი, ქალაქ დემრეში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ქვეშ კარგად შენახული ტაძარი იპოვეს. ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიბადა. როგორც არქეოლოგმა სემირ კარაბაირამ აღნიშნა, "ახლა იწყება ნამდვილი მუშაობა". მისივე თქმით, გათხრების ჩატარების შემდეგ, მათ შესაძლოა, წმინდანის ხელუხლებელი ნეშტი იპოვონ. მკვლევარებს ჯერჯერობით აღნიშნულ ადგილამდე წვდომის საშუალება არა აქვთ, რადგან გათხრების დროს შესაძლოა ქვის ბარელიეფი და მოზაიკა დაზიანდეს. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წმინდა ნიკოლოზი დემრეში მდებარე ეკლესიაში ჩვ.წ. აღ-მდე 343 წელს დაკრძალეს, ხოლო XI საუკუნეში მისი ნაწილები მოვაჭრეებმა იტალიის ქალაქ ბარში უკანონოდ გადაიტანეს. თუმცა თურქი არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მაშინ ცხედარი შეცვალეს და წმინდა ნიკოლოზი კვლავ დემრეშია დაკრძალული. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქ მირას ნანგრევებზეა აშენებული. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ქალაქში წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)