08:20 - 05 Jul, 2026
|
2017-10-05 12:31:42, 2313 ნახვა
მსოფლიო
ერაყის არმიამ ISIS-სგან ქალაქი ჰავიჯა გაათავისუფლა, რომელიც ტერორისტების ბოლო საყრდენი იყო
ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, - ამის შესახებ BBC იუწყება. სამხედროების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ISIS-ის 196 ბოევიკი მოკლეს. ამასთან, მათივე თქმით, 98 სოფლის გათავისუფლება მოხერხდა. მედიის ცნობით, ტერიტორია, რომელზეც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს, 2014 წლიდან ტერორისტების კონტროლის ქვეშ იყო. სპეცოპერაციის შემდეგ, ტერორისტების კონტროლის ქვეშ ერაყის მხოლოდ ერთი რეგიონი რჩება, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. გარდა ამისა, სამშაბათს, ერაყის არმიამ განაცხადა, რომ საავიაციო ბაზის ტერორისტებისგან გათავისუფლება მოხერხდა. ISIS ბაზას სასწავლო ბანაკად იყენებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)