05:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 15:16:06, 460 ნახვა

საზოგადოება
ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო აღმოუჩენს

ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამისთვის მათ უნდა მიმართონ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე (+91 11) 49496000; (+91) 9560093233; (+91) 9560791004.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნეპალში ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ნიუ დელი) უკვე მეოთხე დღეა იმყოფება კატმანდუში და ადგილზე ეცნობა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას. ელჩი შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, მან ასევე გამართა შეხვედრები ნეპალის გაეროს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისროში.

ამასთან ელჩის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი 12 კაციანი ტურისტული ჯგუფი ნეპალის ქალაქ პოხარადან დედაქალაქ კატმანდუში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდნენ და ისინი Air Arabia-ს რეისით სამშობლოში გამოფრინდებიან.

თავად ელჩი ნეპალიდან ინდოეთში ხვალ დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics