|
2017-10-04 16:02:04, 2201 ნახვა
კომენტარი
გუკა რჩეულიშვილი: დაზარალებულებს გამოსავალი შევთავაზეთ, ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა
„დაზარალებულებს გამოსავალი შევთავაზეთ, ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა“,-ამის შესახებ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დაზარალებულებზეა დამოკიდებული ვაგრძელებთ M2 მოლაპარაკებებს თუ არა. ამდენხნიანი პაუზის და ჩიხური მდგომარეობის შემდეგ ეს ერთადერთი გამოსავალია ამ სიტუაციიდან გამოსვლის. პირობები არის მისაღები ყველასთვის. ამ მომენტში ვერცერთი მხარე უკეთეს ვერავის ვერ შევთავაზებთ“,-განაცხადა რჩეულიშვილმა. დაზარალებულების განცხადებით, კომპანია M2 მათ შავ კარკასს სთავაზობს. „შავ კარკასზეა საუბარი, შემოგვთავაზეს ვადები. ზოგი ერთ წელიწადში აშენდება, ზოგი სამში და ა.შ. ჩვენი აზრი არ არის ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული და მივეცით პროკურატურას შევუთანხმდით იმაზე, რომ ამ საკითხებზე დავფიქრდეთ“,-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. ცნობისთვის, დღეს თბილისის პროკურატურაში „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების, M2- ის და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)