01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:16:29, 2406 ნახვა

ეკონომიკა
„ბაზისბანკი“ მომხმარებლებს ახალ პრემიუმ კლასის Mastercard Platinum-ს სთავაზობს

„ბაზისბანკი“ თავის მომხმარებელს ახალ პრემიუმ კლასის  Mastercard Platinum-ს სთავაზობს.

ბარათის მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით სპეციალურად Mastercard Platinum-ის მომხმარებლისთვის შექმნილი პროგრამით - Lounge Key, რომელიც წარმოადგენს გასაღებს მსოფლიოს ასობით აეროპორტის დახურულ ლაუნჯში. აღნიშნულ სივრცეში ყველაფერია იმისათვის, რომ სტუმარმა  თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად და გამორჩეულად.

ბარათის მფლობელები ავტომატურად ისარგებლებენ სამოგზაურო დაზღვევით, სადაზღვევო კომპანია უნისონის  24 საათიანი საერთაშორისო ასისტანტით.

ასევე, Mastercard Platinum დაზღვეულია ბარათზე არალეგალური ოპერაციის (ქარდ ფროდი) შემთხვევაში. თუ ბარათიდან განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია ზარალს  ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია უნისონი.

გარდა აღნიშნულისა, Mastercard Platinum-ს აქვს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უპირატესობებით Mastercard Platinum-ის პარტნიორ მერჩანტებთან მსოფლიოს მასშტაბით და განაღდების მაღალი ლიმიტით როგორც ბანკომატებში, ასევე ბანკის ფილიალებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ბაზისბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს Mastercard Platinum-ის ტიპის უკანტაქტო ბარათებითაც. სურვილის შემთხვევაში Mastercard Platinum-ის მომხმარებელს გადაეცემა ვისოლის საწვავის ფასდაკლების ბარათიც.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics