05:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:28:27, 461 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება

დედაქალაქის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება. 

შესაბამისი მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ  ევროკავშირის პროგრამა INOGATE-სთან გააფორმეს. 

მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოაწერეს. 

ცენტრი სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ნებისმიერ პირს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მიღება შეეძლება. არსებული ინფორმაციით, ცენტრის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics