13:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 13:38:10, 850 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპლუატაციის ფარგლებში  ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2 კილომეტრიანი მაგისტრალური არხი.

„სამუშაოების დასრულების შედეგად, მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს  დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე    სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს.

მიმდინარე სამუშაოები  მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში  დასრულდება.

2012-2017 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაციისა და ექაპლუატაციის ფარგლებში ჯამში გაიწმინდა და მოწესრიგდა 894,4 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics