|
2017-09-30 11:38:20, 3029 ნახვა
საზოგადოება
ისრაელში სამედიცინო მარიხუანა სასოფლო-სამეურნეო კულტურად აღიარეს
ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამედიცინო მარიხუანა სასოფლო-სამეურნეო კულტურად აღიარა, - ამის შესახებ Merryjane იუწყება. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, 15-დან 20-მდე ფერმერი სამედიცინო მარიხუანის მოყვანისთვის სახელმწიფო დახმარებასა და გრანტებს მიიღებს, ასევე, სპეციალურ ტრენინგებს დაესწრება და მოსავლის გაზრდას ისწავლის. სამინისტროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მარიხუანის მოყვანა დიდ ფერმებზე უფრო მომგებიანი იქნება. კერძოდ კი, საუბარია არანაკლებ 0.4 ჰექტარ მიწაზე. "მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება ისრაელისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის სიახლეა და მისი სტატუსი ჯერ კიდევ სადავოა. მარიხუანის გაყიდვა და მოხმარება კერ კიდევ ბევრ ქვეყანაში უკანონოა. ამასთან, ჩანს, რომ ბევრ სახელმწიფოში მისი სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას ემეტება ის ფაქრიც, რომ კვლევების დიდი ნაწილი მის დადებით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას", - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, მედიის ცნობით, სამინისტრომ მარიხუანას მოყვანის უკეთესი მეთოდების გასარკვევად და სპეციალური კვლევების ჩასატარებლად, ბიუჯეტიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე, სამედიცინო კანაფის საუკეთესო ზრდის აღმოსაჩენად, ბიოქიმიური კვლევებისთვის, 2 მლნ დოლარზე მეტი გამოყო. სამინისტროში თვლიან, რომ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი 250 მილიონიდან ერთ მილიარდამდე დოლარს მოიტანს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ახალი კანონპროექტის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. 15 გრამამდე არასამედიცინო მარიხუანის მოხმარებისთვის დაპატიმრების ნაცვლად იქნება ჯარიმა, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე მოქალაქე 4 გაფრთხილებას მიიღებს.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)