|
2017-09-29 21:43:18, 2010 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს
„საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს",– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება დღეს გაიმართა, საქართველოდან წარდგენილმა სამივე კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით მედიისა და საზოგადოების ინტერესი იყო და არის ძალიან მაღალი. მე მინდა დღეს მივუბრუნდე ამ თემას და მოგახსენოთ შემდეგი. გვქონდა მოლოდინი და როგორც კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, შემოდგომაზე ჩვენ მიერ წარდგენილ 3 კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა ასამბლეის კომიტეტი. დღეს გაიმართა გასაუბრებები. კომიტეტი გაესაუბრა საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატს - ლალი ფაფიაშვილს, ლადო ჭანტურიას და ოთარ სიჭინავას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს სია, 3 კანდიდატისაგან შემდგარი, იქნა მოწონებული. მოწონების შედეგად ეს სია გადაეგზავნა უკვე შემდეგი ეტაპისთვის შესაბამის სტრუქტურებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით დაიხურა ამ სიისათვის და ჩვენ ოქტომბრის თვეში გასავლელი გვექნება კონკურსის მესამე ეტაპი. ვინაიდან დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სამპირიანი სია შესაბამისმა კომიტეტმა მოიწონა გასაუბრებების შედეგად. მე მქონდა მოლოდინი, რომ გასაუბრებები შემოდგომაზე შედგებოდა, რადგან პირველ ეტაპს წარმატებით დავხურავდით. დღეს ეს მოლოდინი გამართლდა, რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი. სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით. ის, რომ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და მესამე ეტაპზე გადავედით, ნიშნავს იმას, რომ სიის მოწონებასთან ერთად, შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული შესაბამისი პროცედურები და კონკურსი ასევე იყო მისთვის მისაღები"..–განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)