|
2017-09-29 12:06:57, 1994 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ მიაწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად. „2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ. ჯავახაძის განმარტებით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი). „რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით)“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. რაც შეეხება კონკრეტულ კომპონენტებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით). ამასთან, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)