|
2017-09-28 13:57:20, 1927 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიას ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა ჯილდო გადასცა
თბილისშიუპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, თბილისის მერს დავით ნარმანიას სპეციალური ჯილდო გადაეცა. დედაქალაქის მერს ჯილდო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ გადასცა. სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ , მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას. „კონფერენციაში, რომელზეც აქცენტი სპორტულ ტურიზმზე კეთდება, თბილისის მერიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია,სპორტის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრ რეგიონულ და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებებს უჭერს მხარს, რათა სპორტული ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ. მათი შემოსვლა პირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან, მეტ შემოსავალთან და მეტი ადამიანის დასაქმებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანიაახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში პირველად ტარდება. კონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. (NS)
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)