23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 17:10:33, 2177 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ ჩატარდა

ბათუმში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატარიფო პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

 კონფერენცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გახსნა. მან სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

 სს „საქართველოს რკინიგზის“  გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით,  კონფერენციაზე მიღებული შედეგები მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის იმისთვის, რომ ის ბიზნესურთიერთობები,  რაც არსებობს საქართველოს რკინიგზასა და  მის პარტნიორებს შორის უფრო გრძელვადიანი და მყარი გახდეს.

კონფერენციას 15 -ზე მეტი ქვეყნის 130 დელეგატი ესწრებოდა, რომლებიც ნავთობისა და სატრანპოსრტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

 მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics