|
2017-09-26 12:49:53, 1764 ნახვა
საზოგადოება
მთავრობას სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს
მთავრობა 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე შეიტანს განაცხადს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნისა და ექსპერტების შემადგენლობით, ცოტა ხნის წინ, საქართველოში დელეგაცია იმყოფებოდა, რომლებმაც საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის მოთხოვნების შესაბამისად ჩათვალეს. "2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შეგვაქვს განაცხადი. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ჯან ფრანკო კასპერს, რომელსაც ვესაუბრე საქართველოში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ გავუკეთეთ ბატონ კასპერს პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, უკვე სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც შეაფასეს ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა და ჩვენი ინფრასტრუქტურა ჩათვალეს შესაბამისად იმ მოთხოვნების, რომელიც ამ ჩემპიონატს აქვს. გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრია, რომ ყველა პარამეტრით ჩვენი კურორტები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც არის საჭირო ესოდენ მნიშნელოვანი ტურნირების ჩატარებისთვის. ამ ტურნირის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დავაკმაყოფილებთ პარამეტრებს და მოვიგებთ ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა საქართველოში, მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია, ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, რაც ჩვენთვის არის მაღალი დონის ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებმა, ჩვენმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, უფრო მეტად ჩაერთონ, გაიკაჟონ ჯანმრთელობა. წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადავდგით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ ზამთრის არდადეგების, როდესაც გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ზამთრის, სათხილამურო სკოლებს ვაფინანსებთ, და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. გავაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საჭიროა საქართველოს ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)