|
2017-09-26 11:01:08, 1923 ნახვა
საზოგადოება
ლანჩი-დისკუსია ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შესახებ CSR კვირეული 2017 დაიწყო
2017 წლის CSR კვირეული არაფორმალურ გარემოში დისკუსიით გაიხსნება. პირველი ღონისძიება თემაზე "ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შესახებ", დღეს 14:00 საათზე, ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში (მ.ალექსიძის #3) გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ბიზნეს სექტორის აქტიურობა ქალთა გაძლიერების თემაზე, მათ სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება არის მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც მსოფლიომ 2030 წლამდე უნდა მიაღწიოს. ღონისძიების ფარგლებში, ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები, დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, თუ როგორ შეამცირონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და გააძლიერონ ქალები. ბიზნესებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი იდეები პარტნიორობასთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის გარშემო. CSR კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 26-29 სექტემბერს გაიმართება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება. წევრი ორგანიზაციების ერთობლივი აქტივობა სოციალურ ქსელში. მასტერკლასი ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნის თაობაზე. სემინარი მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციასა და ბიზნესის როლზე ამ პროცესში. წევრების საერთო კრება მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე.
(NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)