|
2017-09-25 17:02:55, 2347 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: შევასრულეთ პირობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაარსობრივად, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია. თუმცა, მან იმ რეკომენდაციაზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც სხვადასხვა მიზეზის გამო, არ შეიძლება: „რაც შეეხება ვენეციის კომისიას, თავიდანვე ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით და ეს პირობა ჩვენი მხრიდან შესრულებულია. შინაარსობრივად ჩვენი დაპირება შესრულებულია. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა იმას, რომ თურმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს არჩევნები. დამეთანხმებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სხვადასხვა მიზეზის გამო არ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რო თუ ვინმეს ავი ზრახვა აქვს, ხელისუფლებას პირველ რიგში, შეუძლია შევიდეს ფსიქიატრიულში და გამოიტანოს 200 შემოხაზული ბიულეტენი ძალიან მარტივად. ახალ რედაქციაში წერია, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც სასამართლომ სცნო მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)