|
2017-09-25 16:36:32, 2032 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ბუკიამ საინჟინრო კომპანია IGH-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ოლივერ კუმრიჩს და კომპანიის წყლისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორს, მიროსლავ ბლანდას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩილ ბუკიამ სტუმრებს საქართველოს მელიორაციის განვითარების გეგმებზე,განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. უწყების ცნობით, საინჟინრო კომპანია IGH დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის გაფართოვებით. IGH ხორვატიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და ზედამხედველობას ასევე, პროქტების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ახორციელებს. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. (NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)