|
2017-09-24 16:52:34, 2103 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო შტაბი: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ შეინიშნება
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, რთული რელიეფის მიუხედავად, კვლავ ინტენსიურად მუშაობენ. მიმდინარე სამუშაოებში, ასევე, ჩართულია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა - საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობს. პერიოდულად, შტაბის წევრები, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების დეტალურად შესწავლისა და ხანძრის ქრობისთვის ეფექტური გეგმის დასახვა-გაუმჯობესების მიზნით, საკონტროლო შემოფრენებს ახორციელებენ. ტყის მასივის მიუვალ ადგილებში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებლად შესაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)