|
2017-09-23 15:52:08, 2267 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, ტერიტორიაზე დამონტაჟდა 125 ცალი ლამპიონი, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის გამყოფ ზოლზე დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანში სარეაბილიტაციო სამუშაოები, 70-იანი წლების შემდეგ, წელს პირველად ჩატარდა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. „მოსახლეობას აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის ძალიან დიდი მოლოდინი და მოთხოვნა ჰქონდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად კეთილმოეწყო კილომეტრიანი ხეივანი, სადაც დაიდგა ბაღის სკამები, ბავშვებისთვის კი სათამაშო და დასასვენებელი სივრცე გაკეთდა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ხეივანში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. მოხდა მრავალწლოვანი ხეების სხვლა-ფორმირება და აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 435 ჯიშის სხვადასხვა (გართხმული ღვია, ლავანდა, ჩიტავაშლა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, წყავი, დეკორატიული შინდი, ტუია, არიზონის კვიპაროსი) დეკორატიული ბუჩქი დაირგო. გზაგამყოფ ზოლზე, 15 500 კვმ-ზე, ბალახიც დაითესა.
(NS)
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)