12:58 - 24 Jul, 2026
|
2017-09-23 15:04:17, 3048 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ სოტკილავა ოპერისა და ბალეტის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს (ვიდეო)
ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენეს. სოტკილავა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ოპერისა და ბალეტის თეატრში 11:00 საათიდან მიმდინარეობდა. პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)