11:45 - 24 Jul, 2026
|
2017-09-22 14:34:40, 2229 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, შიდა ეზოებში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 მისამართზე, მათ შორის ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსთან უკვე გამოიცვალა ბორდიურები, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება, საქანელების, სკამების და სანაგვე ურნების განახლება. ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსთან კი საბავშვო მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის უკვე განახლდა სასრიალო, საქანელები, სკამები და მოედნის საფარი. სულ მიდმინარე წლის ბოლომდე ვაკის რაიონში კიდევ 19 დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)