|
2017-09-22 12:31:05, 2911 ნახვა
ეკონომიკა
„Air Cairo" კაიროდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo"-ს 21 სექტემბერს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია „Air Cairo" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით. "Air Cairo" წარმოადგენს "EGYPT AIR"-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)